უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ მას სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უწყებაში ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიბარეს.
“მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი”- წერს ხმალაძე.
ნადიმ ხმალაძე ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებშიც მონაწილეობდა.