„ჩინეთი უნდა შეჩერდეს“- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩინეთში იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ხელს უწყობენ, ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს… თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებს, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს სურათი აგრძელებს განვითარებას უახლოეს კვირებში”- აღნიშნა სალივანმა.

მსგავსი თემები