პარტიების ,,ახალის”, ,,დროასა” და ,,გირჩი მეტი თავისუფლების” წინასაარჩევნო გაერთიანებას ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტია ,,ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. არჩევნებზე პარტიები 4 ნომრით წარდგებიან.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამი ოპოზიციური პარტია ა,,ხალი”, ,,დროა” და ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.