უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ. Bloomberg-ის ცნობით, მხარეები 180 სამხედრო ტყვეს გაცვლას 17 ივლისს გეგმავენ.
,,შეთანხმება მომზადდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შუამავლობით. ეს იქნება მეექვსე ტყვეთა გაცვლა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროების დახმარებით წლის დასაწყისიდან განხორციელდა”, – აღნიშნავს Bloomberg.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა სააგენტოს მოთხოვნას და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.