,,განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, საუბრის მთავარი თემა ამერიკა-უკრაინის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სპიკერ ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
,,მე შევხვდი პალატის სპიკერს ჯონსონს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა უკრაინა-ამერიკის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ჩვენ განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე EU-სა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. აშშ-ის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის.
მსოფლიო უნდა დარჩეს ადგილად, სადაც ჭარბობს თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები.
მადლობა გადავუხადე სპიკერ ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – წერს ზელენსკი.