“პუტინს არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, რადგან მას სხვა დასაყრდენი საქართველოში არ ჰყავს” – რომან გოცირიძე

  •  

„პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. პუტინს არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი დღეს რუსეთის პრეზიდენტის ერთადერთი საყრდენია საქართველოში.

„პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. სანქციის გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, იმიტომ, რომ სხვა დასაყრდენი მას საქართველოში არ ჰყავს, აბა, მართლა ქართველის ხალხის ხათრით კი არ შეაჩერა სანქციები“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ სანქციების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში გააკეთა.

„ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს კარასინ-აბაშიძის არხებით ალბათ, მოსთხოვა ვლადიმერ პუტინმა, რომ გაეკეთებინა განცხადება. ქალბატონი სალომეს განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა პუტინის განცხადება – ესეც შეთანხმებული იყო. ეს იყო წინაპირობა რუსეთის ხელისუფლების, რომ საქართველოს მთავრობა ხოხვით მისულიყო რუსეთთან, ბოდიში მოეხადა. ამის შემდეგ, უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის სამარცხვინო განცხადება გააკეთა და პუტინს მადლობა გადაუხადა“, -დასძინა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები