მარტყოფში 6 დღეა 40 წლის კაცს ეძებენ

სოფელ მარტყოფში 6 დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ოჯახის ცნობით, ლევან ახალკაციშვილი სახლიდან 19 ივნისს გავიდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

,,სოფელ მარტყოფიდან დაიკარგა მამაკაცი, ლევან ახალკაციშვილი, დაბადებული 1984 წელს. სახლიდან 19 ივნისს გავიდა, თან ჰქონდა ნახევრად შავი და ნახევრად წითელი ჩანთა. არ აქვს ტელეფონი, ეძებს პოლიციაც. სავარაუდო ლოკაციებზე შეამოწმეს კამერებიც, მაგრამ არსად ჩანს. ბოლოს მარტყოფის მიმდებარედ ნახეს.
თუ ვინმე ასეთი გარეგნობის მამაკაცს დაინახავს, დაუკავშირდეს ოჯახს: 555 96 39 08 ელგუჯა ახალკაციშვილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები