2000 წლის შემდეგ პირველად, პუტინი ჩრდ. კორეაში ჩავიდა

2000 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. მას ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა.

პუტინთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და სხვები.

პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.

მსგავსი თემები