აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,აფხაზეთობა 2024” გაიმართა

აფხაზეთის დღესთან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთა დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა ღონისძიება – „აფხაზეთობა 2024“.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ საკონკურსო მიმართულებებში: კალიგრაფიული წერა – შოთა ნიშნიანიძის “აფხაზური კანტატიდან”, მხატვრული წაკითხვის კონკურსი – კითხულობდნენ შოთა ნიშნიანიძის „აფხაზურ კანტატას“, თავისუფალი წერა თემაზე „ო, აფხაზეთო ბევრი კარგი მოყმის გამდელო“ და ხატვის კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

ღონისძიება გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა აფხაზეთობა და ბავშვთა დაცვის დღე. ხაზი გაუსვა აფხაზეთთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას სკოლებში და მათ ამ თემაზე სემინარების ჩატარება შესთავაზა.

ღონიძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ პროექტის – „აფხაზეთობა 2024 ავტორი, უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, საერთასორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია დარსანია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე დავით ჟვანია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ზურაბ ქეცბაია.

ღონიძიების ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური პრიზები, ასევე უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელები.

მსგავსი თემები