სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, არ დავესწრებით – მდინარაძ

სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მმართველი გუნდი არ დაესწრება.

„კატეგორიულად შემიძლია, გითხრათ, რომ ამ სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით. არც მონაწილეობას მივიღებთ მასში, რადგან ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც კი, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს, ეს ამბავი მიიწეროს. წარმოუდგენელი ამბავია. არამხოლოდ არ თქვა, ეს ბევრმა ოპოზიციონერმა გააკეთა. ართქმა თითქმის ყველა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლისგან წამოვიდა, მაგრამ ქალბატონმა სალომემ არათუ არ თქვა, რაც იყო სიმართლე და არის სიმართლე, ეს რამდენიმე დღეში დადასტურდება, პირიქით, თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და არც წელს ვიმსახურებთო. უფრო მეტი ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინაშე ვერ წარმომიდგენია. ასეთ უმნიშვნელოვანეს დროს მთავარ თემას ასე დაარტყა, უფრო მეტი რითი შეიძლება დააზიანო საკუთარი ქვეყანა, როდესაც უკვე იცი, ევროპა, მთლიანი ევროკავშირი განწყობილია, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ამის ფონზეც კი სალომე ზურაბიშვილმა არ თქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პირიქით, დარჩა იმ სიტყვებზე, რომლის მიხედვითაც, არც შარშან ვიმსახურებდით და არც წელს. ყველაზე მნიშვნელოვან, მტკივნეულ წერტილში, მტკივნეული იმდენად, რამდენადაც ეს არის დაბრალება, რომ არ ვიმსახურებდით, რომელ ადგილას შეიძლებოდა უფრო მეტი დარტყმა მიეყენებინა საქართველოსთვის მის პრეზიდენტად წოდებულს, ალბათ ვერ მეტყვით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები