რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, “ტოიტას” მარკის მსუბუქ მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.
ავტომობილში მყოფმა 6-ვე პირმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.
მომხდარის გამო, გზაზე საცობია და გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერებულია. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება, დაახლოებით, 20 წუთია უჭირთ.
სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.