თბილისში, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, დიდუბის პანთეონის მიმდებარედ, ისტორიული სამარხები აღმოაჩინეს. პირველადი ინფორმაციით, ეს არის საფლავები, რომელიც მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.