„კაცს ჰქვია მამა და ქალს ჰქვია დედა“ – მეუფის მხარდაჭერა პრემიერს

სამტრედია-ხონის მიტროპოლიტი, მეუფე საბა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მისი სიტყვები, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი  დიდი გამბედაობა იყო.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უშიშრად, ევროპის ტრიბუნიდან თქვა, რომ ქალი არის ქალი, კაცს ჰქვია მამა და ქალს ჰქვია დედა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესებისა და ტრადიციების განადგურებას…  საქართველოში ყველა ადამიანი აღიზრდება ამ სულისკვეთებით“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

„გინდათ – ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ – კარგად იყავით“ – მეუფე ევროკავშირს

მსგავსი თემები