გერმანიაში ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს – დაკავებულია სირიელი მამაკაცი

გერმანიაში ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. ჰამბურგში დააკავეს სირიელი მამაკაცი, რომელიც ტერაქტის განხორციელებას ასაფეთქებელი ქამრით გეგმავდა.

მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმა, რომელიც დანაშაულის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც გერმანული მედია იტყობინება, უფროსი ძმა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიდულობდა ნედლეულს ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის ონლაინ პლატფორმებისა და სხვა პროვაიდერების მეშვეობით.

სპეცოპერაციაში 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე ამოღეს ვრცელი მტკიცებულებები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებები.

მსგავსი თემები