თბილისში, 90 ახალ ავტობუსს 9 თვის განმავლობაში შემოიყვანენ 

  •  

თბილისში ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს კომპანია „თეგეტა ტრაქ ენდ ბასი“ შემოიყვანს. 90 ახალი ავტობუსის შემოყვანა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში განხორციელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებული კომპანია ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის საშუალებით გამოვლინდა. „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს.

​მისივე თქმით, 2018-2019 წლებში, თბილისის მუნიციპალური ავტობუსები სრულად განახლდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც, კალაძის თქმით, ქალაქსა და მგზავრებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

„არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა – ხედვა, თუ რა გაკეთდება და რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში “, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები