მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა 

  •  

თბილისის ვაშლიჯვრის დასახლებიდან სატრანსპორტო ნაკადების განსატვირთად, ასევე საბურთალოდან დიღმის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადის გამტარობის გაზრდის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა. დღეს უშუალოდ პანდუსის მშენებლობის სამუშაოები დაიწყება.

​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის საშუალებით თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი, ასევე,  ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

კალაძის თქმთ, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. პროექტს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

“ვიცით, რომ ამ ადგილას საცობების სერიოზული პრობლემა არის. ვინც მოხვედრილა ამ გზაზე, რამდენიმე საათის და წუთის განმავლობაში უწევთ საცობში დგომა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. პროექტზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება”, –  განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები