თბლისში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში დღეს მტვრის მასები ვრცელდება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა, მტვრის რაოდენობა დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს მოსაზღვრე ქვეყანში, აზერბაიჯანში. BAKU.WS-ს ინფორმაციით, მტვრის ღრუბელი თურქმენეთიდან შევიდა.