C ჰეპატიტის პროგრამამ ბევრს დაუბრუნა ჯანმრთელობა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში – არჩილ თალაკვაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის შეფასებით, C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუბრუნა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში.

მისი თქმით, საქართველო ამ სფეროში დღეს გლობალური ლიდერია.

“C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო – თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს, შეიარაღებას და ახალ შენობებს, რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის. მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით”, – აცხადებს დეპუტატი.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე, მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია.​

მსგავსი თემები