წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს.
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თელ-ავივის აეროპორტში საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ მიიტანა და სასულიერო პირებს გადასცა.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.