“რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ”- მარკ რუტე

“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნება და რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია”- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტე ამბობს, რომ  უკრაინის ნატო-ში წევრობა მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია.

“გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ. მჯერა, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია, არ შეუძლიათ ამ განხილვაზე გავლენის მოხდენა. მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, ამან [უკრაინის წევრობაზე განაცხადა] როგორ წაიწიოს წინ” – განაცხადა რუტემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის “გამარჯვების გეგმა”, რომლის პირველი პუნქტი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწვევაა, მოკავშირეების განხილვის საგანი იქნება.

მსგავსი თემები