“უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს”- შოლცი

 “უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა რუსულ ბომბებსა და რაკეტებს, რაც არ უნდა გაგრძელდეს.

“უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ასევე ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ეს ომი მუდამ არ გაგრძელდეს” – განაცხადა შოლცმა.

შოლცი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის “იმპერიალისტურ სიგიჟეს” ყოველდღიურად ასევე უთვალავი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლება.

მსგავსი თემები