ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისგან

,,ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისგან”, – აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ბერიკ უალი.

მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო წინადადებები BRICS-ში გაწევრიანების შესახებ, თუმცა, ამჟამად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის პრიორიტეტს ანიჭებს გაერო-ს „როგორც უნივერსალურ და უალტერნატივო ორგანიზაციას, სადაც შესაძლებელია და აუცილებელია ყველა აქტუალური საერთაშორისო პრობლემის განხილვა“, – განაცხადა ტოყაევის პრესმდივანმა.

თუმცა, მან დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში, რომელიც ყაზანში გაიმართება, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.

მსგავსი თემები