იუსტიციის სახლთან სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისში, იუსტიციის სახლთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა, შედეგად მძღოლი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები