,,ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბრის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა. ამიტომ, ახლა არ არის დრო გაეროს გადაწყვეტილებების უგულებელყოფისთვის“, – ციტირებს მედია წყაროებზე დაყრდნობით მაკრონს.

საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა.

„შევახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო არა გაერო-ს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა – მათ შორის საფრანგეთის ვიშის რეჟიმს“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

მსგავსი თემები