უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის თბოელექტრული გენერაციის თითქმის 90% განადგურებული ან დაზიანებულია.
„განსაკუთრებით მოწყვლადია ქალაქები, რომლებიც მსხვილ თბოელექტრულ სადგურებზეა დამოკიდებული. განადგურებული ან დაზიანებულია უკრაინის თბოელექტრული გენერაციის თითქმის 90%. ჩვენს მიზანს ხსენებული დასახლებული პუნქტებისთვის სითბოსა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების მიწოდებაა“, – თქვა შმიგალმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა თბოლექტრო სადგური და უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური განადგურებულია. გაზაფხულზე უკრაინამ ენერგიის გენერაციის გიგანტური მოცულობა დაკარგა.