“კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული”- პროკურორი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან კონტაქტს, არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის საშუალებას და არც იმის უფლებას, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გავრცელებულიყო.

 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვეს

მსგავსი თემები