პრეზიდენტმა გიორგი შანიძე შეიწყალა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტრმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მან საპატიმრო უკვე დატოვა. ინფორმაციას შანიძის ოჯახი ადასტურებს. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთი მოქალქე შეიწყალა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული თუ ვინ.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან“ – ეწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა 16 სექტემბერს მიუსაჯა.

მსგავსი თემები