,,უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ დამოკიდებულია მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზე” – ზელენსკი

,,უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აღნიშნულ გეგმას მომავალ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას განიხილავს.

,,გამარჯვების გეგმის“ შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტულად ბაიდენზეა დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებზეც, მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც აშშ-ის კეთილ ნებასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მთელი გეგმა დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ ოქტომბრიდან დეკემბრამდე. ეს პროცესები არ უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული მრავალმილიარდიანი სესხის გამოყენებას საჰაერო თავდაცვის, ენერგეტიკისა და ადგილობრივი იარაღის შესყიდვებისთვის.

მსგავსი თემები