,,ლიბანი ვერ იცხოვრებს გარდაუვალი ომის შიშით, კონფლიქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლიბანი ვერ იცხოვრებს გარდაუვალი ომის შიშით და აღნიშნა, რომ კონფლიქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამის შესახებ მან ლიბანელი ხალხისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ლიბანელ ლიდერებთან, ასევე კრიზისში მთავარ მოთამაშეებთან – ისრაელიდან ირანამდე. მათ ვუთხარი, რომ ლიბანი დაცული უნდა იყოს და ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული. ეს თქვენი პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაცაა, რომ ამ მიმართულებით იმოქმედონ. არავის აქვს ესკალაციის ინტერესი. ლიბანის მთლიანობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვის დასასრულს ლიბანის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, დანიშნონ პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში. ლიბანს პრეზიდენტი მას შემდეგ არ ჰყავს, რაც 2022 წლის ოქტომბერში ყოფილ სახელმწიფო მეთაურს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა

მსგავსი თემები