“სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაცია”- პრემიერი

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები