“აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია”- მეთიუ მილერი სანქციებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანქციები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგს წარმოადგენს.

„აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

ბოლო 32 წლის განმავლობაში, აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული გახდეს და გახდეს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს“- განაცხადა მეთიუ მილერმა.

“აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს”- მილერი

მსგავსი თემები