,,ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი” – საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ცოლი

,,ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი”, – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული გმირის, სამაჩაბლოში 2004 წლის შეტაკებების დროს დაღუპული ზაზა დამენიას ცოლი, ხათუნა ხუხუნაიშვილი ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

,,2004 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა ზაზა დამენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამაჩაბლოში სოფელ ერედვის მთაზე. ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი”, – წერს სოციალურ ქსელში, ხათუნა ხუხუნაიშვილი.

მსგავსი თემები