რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა-არის მსხვერპლი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, გულიაიპოლსკის რაიონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა აგრარული საწარმოს სამი თანამშრომელი.

„რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში ოლქზე. ამჯერად ცეცხლი გაუხსნეს გულიაიპოლსკის რაიონს. დარტყმა ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ყველა დაღუპული ამ საწარმოს თანამშრომელია“-  წერს „ტელეგრამში“ ფედოროვი.

 

 

მსგავსი თემები