გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერია

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ელდენსე“ მიიღო და ლიგის დებიუტანტი დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. დატვირთული სანაკრებო მატჩების შემდეგ „ლევანტეს“ მწვრთნელმა ქოჩორაშვილს დასვენების საშუალება მისცა და ის მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ „ედენსემ“ პირველი ნახევარი ცხრა ფეხბურთელით დაასრულა, მსაჯმა ორი მოთამაშე მოედნიდან გააძევა.  „ლევანტე“ წინ 74-ე წუთზე კარლოს ესპის გოლით გავიდა, ხოლო კარლოს ალვარესმა 81-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა.

საბოლოოდ, დამაჯერებელი მოგებით და მორიგი სამი ქულით (სულ 11ქულა) „ლევანტე“ „ეიბარს“ დაეწია და დამატებითი მაჩვენებლის წყალობით ლა ლიგა 2-ის ლიდერია.

მსგავსი თემები