გორში „ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, ლექსო ვალიაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გორში, მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს ლექსო ვალიაურს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ვალიაური ამბობს, ის ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ბოლო რიგებში იდგა, სადაც რამდენიმე რეპლიკა თქვა, რასაც იქ მყოფი მოქალაქეების მხრიდან აგრესია მოჰყვა.

„ვიდექი აქ ჩემთვის, რამდენჯერმე ჩავილაპარაკე მათ მოღალატეობრივ პოზიციაზე, რის შემდეგაც რამდენიმე პირი წამომეწია და ფიზიკურად გამისწორდა, ეცვათ „ქართული ოცნების” მაისურები“ – განაცხადა ლექსო ვალიაურმა.

აღნიშნულ ფაქტზე ამ წუთებში ვალიაურის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები