გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდს“ „ქოვენთრისთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1), მაგრამ მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ქართველის გუნდისთვის ცუდად დაიწყო, „ქოვენთრი“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა.

ჩაკვეტაძეს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მეორე ტაიმში გუნდში ყველაზე აქტიური ქართველი იყო და 67-ე წუთზე თავი გამოიჩინა. მარცხენა ფლანგზე მცველს გაცდა და კარის წინ გახსნილ აიოტომივა დელე-ბაშირუს გოლი გაატანინა.

76-ე წუთზე გიორგი ფლანგზე თამაშისას დაშავდა, მოედანზე დაწვა და სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მსგავსი თემები