მაიკლ დუგლასი ოჯახთან ერთად კიევში იმყოფება

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, გაეროს მშვიდობის ელჩი მაიკლ დუგლასი კიევში იმყოფება. მას უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა.

“მე მქონდა შეხვედრა ამერიკელ მსახიობთან, პროდიუსერთან და გაეროს მშვიდობის ელჩ მაიკლ დუგლასთან და მის შვილთან, დილანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, პარტნიორებთან თანამშრომლობა, უკრაინის მხარდაჭერა და ბატონების და პირველი ლედების მეოთხე სამიტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ მაიკლი და მისი შვილი, ამ საკითხებით გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, რომ მათი ოჯახი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით დგას. მადლობას ვუხდით მათ ყველანაირი მხარდაჭერისთვის” – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს

მაიკლ დუგლასი კიევში ოჯახთან ერთად იმყოფება.

“ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ მათი ოჯახი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით დგას. მადლობას ვუხდით მათ ყველანაირი მხარდაჭერისთვის” -უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს, გაეროს მშვიდობის ელჩს მაიკლ დუგლასსა და მის შვილს, დილანს შეხვდა.

მსგავსი თემები