,,ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“- ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არ არის და შესაბამისად, რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება.

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასევე,  ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის ეკონომიკის ზრდას ხელს ვერ შეუწყობს.

მსგავსი თემები