„ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ ევროკავშირისკენ წასვლა მოინდომეს”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი ცდილობდა ერევნის დახმარებას, თუმცა სომხეთმა დასავლეთისკენ წასვლა მოისურვა.

„ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით სომხებს, ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ხალხთან, ყველანაირად დავეხმარეთ, მაგრამ, აი, ხედავთ, დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ წასვლა მოინდომეს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის, მაგრამ თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკას“ – ციტირებს სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკოს.

ლუკაშენკოს განცხადებით, „სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და უახლოეს მომავალში ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“.

მსგავსი თემები