“ჩვენ ერთად დავამარცხებთ ურჩხულს, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები მართავს”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინასთან ერთად ომში “ურჩხულს” დაამარცხებს.

„უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ურჩხულს, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები მართავს“ – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყებიდან და იქნება მასთან გამარჯვებამდე.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ნება, არამედ ეს არის ლიეტუველი ხალხის ნებაც, რომელიც გულწრფელად იბრძვის უკრაინის გამარჯვებისთვის“ – აღნიშნა ნაუსედამ.

 

მსგავსი თემები