კიევი თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტას განიხილავს

კიევში აცხადებენ, რომ უკრაინა განიხილავს თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტას, თუ რუსეთი ირანის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამის შესახებ მედიასთან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ ისაუბრა.

„შემიძლია ვთქვა, რომ განხილვის საგანია ყველა ვარიანტი, მათ შორის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ეს გადაცემა თუ მართლაც მოხდა და მათი გამოყენების ფაქტი თუ დაფიქსირდება, დამიჯერეთ, როგორც კი მოხდება, ეს საჯარო გახდება, მაშინ იქნება შედეგები. სიტუაცია, რომელიც ამჟამად ვითარდება, სრულიად მიუღებელია უკრაინისთვის. უკრაინამ გამოხატა მკაცრი პოზიცია, რომ ამას დამანგრეველი შედეგები ექნება უკრაინა-ირანის ურთიერთობებისთვის“- აღნიშნა ტიხიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რის გამოც ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

 

მსგავსი თემები