ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე გამოიყოფა

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს საკითხი განხილვის აქტიური საგანი იყო. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე, ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ სტუმრობისას ვიმყოფებოდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი, არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები