შვედეთი უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტს გადასცემს

შვედეთის მთავრობა უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტს გადასცემს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს რიგით მე-17 დახმარების პაკეტია.

შვედეთის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის პაკეტით შვედეთი გადადის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ ფაზაში.

მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სახმელეთო საბრძოლო სამხედრო აღჭურვილობას, Robot System 70 -ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. პაკეტში ასევე შედის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილები, აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის და საბრძოლო მანქანებისთვის. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს ყუმბარმტყორცნებს, მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას და საბრძოლო კატერებს.

 

 

მსგავსი თემები