“დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინიციატივა, დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს, ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთს არ სურს პატიოსნად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი, როგორც თავად აქვთ იმედი, მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენეს“- განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები