უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა გადაწყვიტა

უკრაინის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმნა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე მინისტრმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ,,არ შეიძლება ომის რეალობისგან მოწყვეტილები იყვნენ”.

მისი თქმით, მიიღო საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ,,ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის” შესახებ ,,სრული გაუგებრობის” გამო.

მსგავსი თემები