“გაკვეთილი ჩაგვიტარეს”- ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი საქართველოსთან მარცხის შემდეგ

“ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეები ვიყავით”- განაცხადა ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ტომას სოუჩეკმა.

მან გუშინდელი თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩეხეთის ნაკრებისთვის ყველაზე ცუდი მატჩი იყო.

“ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჩვენ რაღაც გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“ – თქვა ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა.

მსგავსი თემები