“უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ დაიწყებს“- ზელენსკი

„დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

 

 

მსგავსი თემები