“ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები”- სალომე ზურაბიშვილი

“ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას.

პრეზიდენტი საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.

„დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

 

მსგავსი თემები