ჩინეთის ხელისუფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილებას კრძალავს

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილება შეწყვიტოს. პეკინში არ განმარტეს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ აკრძალვა საერთაშორისო შეთანხმებების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პეკინი აღარ დართავს ნებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შვილად აიყვანონ ჩინელი ბავშვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენენ სისხლით ნათესავები, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის შვილად აყვანა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უცხოელებმა შვილად აიყვანეს დაახლოებით 150 000 ჩინელი ბავშვი. მათი უმრავლესობა შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკელმა ოჯახებმა ჩინეთიდან შვილად აიყვანეს 82 674 ბავშვი.

„გვესმის, რომ ასობით ოჯახი კვლავ ელოდება შვილად აყვანის პროცესის დასრულებას და თანავუგრძნობთ მათ“- განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები