„ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“- ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ნაკრების ფეხბურთელებს გიორგი ქოჩორაშვილიც შეუერთდა.

“თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე. თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები. All Eyes on ეროვნული ნაკრები”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქოჩორაშვილი.

მსგავსი თემები